ალბანეთში სტუდენტური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. ტირანას ცენტრში დემონსტრანტებმა განათლების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და პოლიციას ქვები დაუშინეს.
თავის მხრივ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სტუდენტები განათლების მაღალ ხარჯებს, უნივერსიტეტებში არსებულ მძიმე პირობებს, კორუფციას და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.