15 ოქტომბერი 2026,   13:50
ვრცლად
ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის საზედამხედველო კომიტეტის სხდომა გაიმართება

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს.

ერთი კვირის განმავლობაში, ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის (WCPA) საზედამხედველო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოში 30-მდე საერთაშორისო ექსპერტსა და კომისიის წევრს აერთიანებს.

ღონისძიება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, დაცული ტერიტორიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს გააცნოს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მართვის არსებული პრაქტიკა და წარმოაჩინოს სახელმწიფო უწყებების ხედვები დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

დღის ამბები