15 ოქტომბერი 2026,   20:06
ვრცლად
ლონდონში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა

ლონდონში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დადებული ე.წ. დიზელის გარიგების გამო თავს მოტყუებულად გრძნობს და მოუწოდა ტრამპს არ გადავიდეს ისტორიის "არასწორ მხარეს".

ზელენსკი უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის მონარქს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ენდი ბერნემმა უკრაინის ლიდერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების პაკეტი დააანონსა.

ლონდონი მოკავშირეებს მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ე.წ. დიზელის შეთანხმების გარდა, ორი დღის წინ, Starlink-მა, უკრაინაში ინტერნეტის სიჩქარის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეზღუდა.

ამასობაში, კი რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ იერიშებს განაგრძობს. გასული ღამის განმავლობაში შეტევის შედეგად არის მსხვერპლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა; ამ დრომდე ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები