24 სექტემბერი 2021,   18:26
ვრცლად
"ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია" - ნათია თურნავა "ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შესახებ

ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველომ მერვე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს.

წელს საქართველომ გასულ წელთან შედარებით, 5-დან სამ ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: ესენია "მთავრობის ზომა"; "სამართლებრივი სისტემის და საკუთრების უფლებების დაცვა", ასევე "საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება".

"ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოსი ძალიან მაღალია. ნიშანდობლივია, რომ იმ კომპონენტებს შორის, სადაც ჩვენ გავიუმჯობესეთ ქულა, არის ერთ-ერთი, რომელსაც ეწოდება სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის თავისუფლება. ეს მართლაც ის მონაპოვარია, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა - ბიზნესის და მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა და ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები ამას ადეკვატურად აფასებენ,"-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები