16 ოქტომბერი 2026,   03:35
ვრცლად
"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის" - კაია კალასი აშშ-რუსეთის შეთანხმებაზე

"აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, თუ რას იღებს ვაშინგტონი სანაცვლოდ, რადგან რეალურად უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები იმატებს, ხოლო გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსული მხრიდან პრაქტიკულად არ მუშაობს.

"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის. მთავარი კითხვა ის არის, თუ რას იძლევა ის სანაცვლოდ? რეალურად, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მატებას. გარდა ამისა, გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსული მხრიდან ფაქტობრივად არ მუშაობს." - აცხადებს კალასი.



ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები