24 სექტემბერი 2021,   19:06
ვრცლად
გენიალური ქართველი მხატვრის - კარლო კაჭარავას ნამუშევრებს ბრიტანელი დამთვალიერებელი ნახავს

კარლო კაჭარავას ნამუშევრებს ბრიტანელი დამთვალიერებელი ნახავს. ქართველი ფერმწერის პერსონალური გამოფენის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, თბილისში გალერისტები ჩამოდიან და ნამუშევრებს არჩევენ.

კარლო კაჭარავა იყო მხატვარი, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი მცირეხნიანი შემოქმედებითი პერიოდი ქართულ ხელოვნებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მან საბჭოთა კარჩაკეტილობის პერიოდში დასავლური ღირებულებები შემოიტანა.

მუდმივად მიმართავდა ექსპერიმენტებს. კარლოს ნამუშევრებში იგრძნობა გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენა, თუმცა ჰქონდა თავისი ძალიან დამახასიათებელი და დასამახსოვრებელი ხელწერა. მუდმივად ცდილობდა, რომ ქართველ ხელოვანთა ხედვის არეალი უფრო ფართო ყოფილიყო.

კარლომ, როგორც არტკრიტიკოსმა მნიშვნელოვანი ესეები დატოვა. იყო პოეტიც, თუმცა ჩამონათვალში მისი პოეზიის ბოლო ეტაპზე მოხსენიება ალბათ თავად არ მოეწონებოდა. ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედება უპირველეს ყოვლისა პოეზია იყო.

დღის ამბები