17 ოქტომბერი 2026,   15:52
ვრცლად
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობს.

ფორუმის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.

ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ინგლისიდან. ღონისძიების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სამუზეუმო განათლების პრაქტიკოსების, მუზეუმის პროფესიონალების, კურატორების, გიდ-პედაგოგებისა და კულტურის სფეროს მკვლევრების გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გასაზიარებლად გაერთიანებაა.

"მუზეუმები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არამედ განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი სივრცეა. დღევანდელი ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მუზეუმები საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო, ინტერაქციული და ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნა ნათია შამათავამ.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა XXI საუკუნეში მუზეუმების როლისა და ფუნქციების ცვლილებაზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისიასთან ერთად, მათი საგანმანათლებლო და სოციალური როლის გაძლიერებასა და ინტერაქციულ სივრცეებად განვითარებაზე.

დღის ამბები