17 ოქტომბერი 2026,   02:25
ვრცლად
შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატმა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს სპორტსმენების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების წარმატების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია. მისივე თქმით, ეს არის უდიდესი მიღწევა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს.

„თბილისის საკრებულო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ამ ადამიანებს მხარი დაუჭირა და მათი წარმატება დააფასა. მსგავსი ნაბიჯები ემსახურება ამ დიდი მოძრაობის წინსვლას, განვითარებას და კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმას, რომ ჩვენ თანასწორები ვართ“- განაცხადა შალვა მაისურაძემ.

დღის ამბები