"საერთაშორისო ლიტერატურული ფორუმი - კავკასიური მოზაიკის" ფარგლებში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ალი ისაევ-ავარსკის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება კინოს სახლში ჩატარდა. დამსწრეებმა ალი ისაევ-ავარსკის ღვაწლსა და კულტურის სფეროში მის წვლილზე ისაუბრეს.