სოფელ ჩიბათში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 2 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი განახლდება. სამუშაოების ღირებულება კი 900 000 ლარს ლარს აჭარბებს.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი აცხადებს, სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებიდან ხორციელდება.
"2 კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის შავი საფარის დაგება, სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "ბალადა". პროექტის ღირებულება არის 965 000 ლარი, სამუშაოები ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებიდან, ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია." - აცხადებს ალექსანდრე სარიშვილი.