18 ოქტომბერი 2026,   21:55
ვრცლად
მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

2021 წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 25.8% შეადგინა. 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 11.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის დირექტორის შეფასებით, მზარდი ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

დღის ამბები