"ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის" პრეზენტაცია - ინიციატივა მიზნად ისახავს ღია, თავისუფალი სადისკუსიო სივრცის შექმნას, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სიძულვილის ენის გარეშე, არგუმენტირებულად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭირო ცვლილებებზე.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საზოგადოებრივი დარბაზი ნეიტრალიტეტის იდეის და პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მხარდაჭერის მიზნით იქმნება.
მათი შეფასებით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიას, ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ახალი დისკურსის დამკვიდრებისთვის რთული და ხანგრძლივი გზა ელის.
"ეს არის ღია საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც აერთიანებს მოქალაქეებს, ვინც მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის იდეას და შესაბამისად, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მთავარი გამწევი საზოგადოებრივ პოლიტიკურ რეალობაში, ანუ "ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს" იდეის. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამ ღონისძიების მასპინძლები, მაგრამ ვართ მხარდამჭერი ამ ინიციატივის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მზად ვართ საზოგადოებასთან ღია და ცოცხალი ურთიერთობისთვის. ეს დარბაზი იქნება ის სივრცე, სადაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთში იმსჯელებენ ნეიტრალიტეტის იდეაზე" - განაცხადა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.