ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი ძალოსნები წარმატებით მონაწილეობენ. ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა (95 კგ) ატაცში 167 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
გოგა ჯაჯვანმა აკვრაში მოგროვებული 198 კილოგრამითა და ორჭიდში დაძლეული 365 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც დაისაკუთრა.