18 ოქტომბერი 2026,   17:33
ვრცლად
იემენის საზღვართან საუდის არაბეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ორი პირი

საუდის არაბეთის სამხედრო ძალების ცნობით, იემენის საზღვართან ახლოს მათი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"ეროვნული გვარდიის კუთვნილი AH-6i ტიპის სადაზვერვო ვერტმფრენი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ნაჯრანის რეგიონში, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა და განადგურდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი, ორი ოფიცერი, დაიღუპა", - განაცხადა კოალიციის სპიკერმა თურქი ალ-მალიქიმ.

საუდის არაბეთი ამჟამად იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰუსიტ" მეამბოხეებთან ომშია ჩართული, რომლებმაც საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მნიშვნელოვან ობიექტებსა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს თავდასხმები.

დღის ამბები