ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობს.
საერთაშორისო აუდიტორია საქართველოს ოთხი სამთო კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნო.
საგამოფენო სტენდზე ვიზიტორებმა საქართველოს ოთხი კურორტის სათხილამურო ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი სასრიალო შესაძლებლობებისა და საქართველოში ზამთრის დასვენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
გამოფენაზე მონაწილეობის მიზანი საქართველოს სამთო-სათხილამურო მიმართულების პოპულარიზაცია და ბრიტანულ ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდაა.
გამოფენის ფარგლებში, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პანელურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს, როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულების შესახებ ისაუბრა.
London Snow Show-ს გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთო კურორტების ადმინისტრაციები, ტუროპერატორები, სპორტული აღჭურვილობის მწარმოებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.
გამოფენაზე ტურისტული მიმართულებების პრეზენტაციები, შეხვედრები და ზამთრის სპორტის სიახლეებისა და სამთო ტურიზმის შესახებ დისკუსიები გაიმართა.