19 ოქტომბერი 2026,   02:35
ვრცლად
ფონდი "ქართუ" საქველმოქმედო პროექტს აგრძელებს - კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს

კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისa და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი "ქართუ" აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია.

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მათი პოპულაციის აღდგენა და გავრცელება.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ წელს ფონდის დაფინანსებით 10 000 ფრინველია გაშვებული.

"ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით უკვე მეოთხე წელია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გარეული ფრინველის გამრავლება და ბუნებაში გაშვება ხორციელდება. საჩხერის რაიონში აშენებულია უნიკალური საშენი, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ფრინველს აწარმოებს, რომლის გაშვებაც ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში შემდგომში ხდება. რა თქმა უნდა, იმ ზონებში, სადაც ესა თუ ის ჯიში ბინადრობს. დღეს ვიმყოფებით კახეთში, კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით გამზადებულია ადგილი, სადაც მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სადაც დღეს ბუნებაში გაშვებულ იქნა 400 ფრინველი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ წელს, ფონდის დაფინანსებით გაშვებულ იქნება 10 000 ფრინველი - ამაში შედის როგორც ხოხობი, ისე კაკაბი, გნოლი და ა.შ. ეს უზრუნველყოფს იმ პოპულაციის აღდგენას, რაც სამწუხაროდ წლების წინ განადგურდა." აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

დღის ამბები