აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა, ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და ამ მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებების ფარგლებში , ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
აჭარაში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული. დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ვეტერანების წვლილის დაფასებას, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგებასა და თაობებს შორის კავშირის განმტკიცებას ემსახურება.