17 ოქტომბერი 2026,   21:22
ვრცლად
პარიზის პოლიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს

პარიზის პოლიციის პრეფექტურამ, უწყებამ, რომელიც ზედამხედველობას უწევს პარიზის პოლიციას, გადაუდებელი დახმარების სამსახურებსა და სხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს - დაიცვა თავისი თანამშრომლების ქმედებები და "აგრესიულად განწყობილი" დემონსტრანტები გააკრიტიკა.

"ჩვენ უკან არ ვიხევთ არეულობის მომწყობი პირებისა და მათ წინაშე, ვინც სამართალდამცველებზე თავდასხმის მიზნით მოვიდა." - ნათქვამია ზედამხედველი უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"რესპუბლიკის მოედანზე პოლიციელებს აგრესიული პირები უპირისპირდებიან, რომლებიც ძალადობისთვის არიან განწყობილნი. ისინი მამაცურად და პროფესიონალურად ინარჩუნებენ პოზიციებს," - აღნიშნავენ უწყებაში.

დღის ამბები