23 ივნისი 2021,   15:53
ვრცლად
ფასების ზრდა, პენსია, ლარის კურსი, პანდემიის პირობებში ფინანსების მართვა - ამ საკითხებზე დღეს ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათისთვის" განსაკუთრებულად ემზადებოდნენ - ფინანსთა მინისტრის რანგში ლაშა ხუციშვილი პირველი იყო მთავრობის წევრებს შორის, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი გუნდისა და სრულიად ოპოზიციის წინაშე წარდგა. უწყების ანგარიშში საუბარი იყო ეკონომიკის მთავარ გამოწვევებზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, პანდემიასა და მის გავლენაზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრადიციული კითხვა-პასუხი დაიწყო. ამ ფორმატისთვის წინასწარ მომზადებული დეპუტატები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, რის გამოც უმრავლესობის წევრებმა მინისტრთან კითხვების დასმის ნაცლად ოპონენტებს გასცეს პასუხი.

თავად რომან გოცირიძემ მინისტრი დღეს კანონპროექტის მოპარვაში დაადანაშაულა. კითხვა პროექტის შინაარსს არ გასცდენია.

პოსტპანდემიური სახელმწიფო ხარჯები იყო საკითხი, რომელზეც დეპუტატების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა დაისვა. კანონმდებელთა ნაწილმა კი მინისტრს ტერმინები და ციფრები დაუწუნა.

ლაშა ხუციშვილს, რომელიც მინისტრის პოსტს უკვე ორი თვეა იკავებს, ოპოზიციამ წინამორბედის ხელმძღვანელობის პერიოდის კონკრეტული საქმეებიც გაახსენა.

კითხვები დაისვა შრომის ანაზღაურებისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის საკითხებზეც, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან.

დღის ამბები