20 ივნისი 2021,   04:55
ვრცლად
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს - ექსპერტები პროდუქტზე ფასის მომატებას არ გამორიცხავენ

მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. ქართულ ბაზარზე წიწიბურას მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. დახლებზე მარაგი ჯერჯერობით არის.

პროდუქტზე ფასის მომატებას არ გამორიცხავენ ექსპერტები, თუმცა სპეციალისტები წიწიბურას ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდების შემთხვევაში, ღირებულების დაბალანსებას პროგნოზირებენ. ამასთან ამბობენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საგანგაშო არ არის და არსებული მარაგების გათვალისწინებით, ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტი არ იქნება.

ქვეყანას წიწიბურას 2 თვიანი მარაგი აქვს და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - ინფორმაციას ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. უწყებაში იმედოვნებენ, რომ იმპორტიორები მათ წინაშე არსებულ ამოცანას თავს გაართმევენ და ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება.

ალტერნატიული ბაზრების კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი.

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. შეზღუდვა 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები