21 ოქტომბერი 2026,   20:52
ვრცლად
მსოფლიოს 59 ქალაქშია ტრიუმფალური თაღები, პარიზის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული რადიკალი მემარცხენეების მიერ, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ დარჩენილია მხოლოდ 58 - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული რადიკალი მემარცხენეების მიერ, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

მისი თქმით, ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიოს ქალაქებში არსებული 59 ტრიუმფალური თაღიდან მხოლოდ 58-ია დარჩენილი.

"მსოფლიოს 59 ქალაქშია ტრიუმფალური თაღები. ვაშინგტონი ერთადერთია, რომელსაც ეს თაღი არ აქვს. და რადგან პარიზის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული რადიკალი მემარცხენეების მიერ, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩავთვალოთ, რომ დარჩენილია მხოლოდ 58 თაღი", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები