21 ოქტომბერი 2026,   08:16
ვრცლად
რუბიო ირანის შესახებ: საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მათი სამიზნე კომერციული გემებია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ გვინახავს

"ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს და მსოფლიოს მოუწოდებს მის წინააღმდეგ გაერთიანდეს:

"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად, სრულიად ღიად აცხადებს: "ჩვენი სამიზნე კომერციული გემებია". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ გვინახავს.

ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ.

სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მსოფლიო და დაგმოს ეს ქმედება,"- აცხადებს მარკო რუბიო. 

დღის ამბები