საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ.
ევროპელი ლიდერები და ექსპერტები, ღონისძიების ფარგლებში, ევროპის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. "ევრონიუსის" ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
სამიტის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატი ქვეყნები, ევროპის უსაფრთხოება და რეგიონული პროცესები, ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები.