22 ოქტომბერი 2026,   02:31
ვრცლად
ჩვენი შუამდგომლობაა საგამოძიებო დასკვნა არ იქნეს მტკიცებულებად დაშვებული - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, მანამდე კი მხარეები სარჩელზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დარბაზში იყო კამათი და რეპლიკები.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და "გახარია" საქართველოსთვის აკრძალვას. კონსტიტუციურ სარჩელს, ასევე, თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, მათი შუამდგომლობა საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არ მიღებას ეხება.

"ამ კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არ მიღება არის ჩვენი შუამდგომლობა. ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნეს მტკიცებულებად დაშვებული ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში აკრძალონ," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.

დღის ამბები