20 ოქტომბერი 2026,   18:30
ვრცლად
"ეს იყო შინაარსიანი საუბარი" - ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოსთან კომუნიკაციაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, მხარეებმა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები - ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემები, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული შეტყობინების მექანიზმები და Starlink/Starshield-ის მუშაობის აღდგენა განიხილეს.

"მე ვესაუბრე მარკო რუბიოს და ეს იყო შინაარსიანი საუბარი - ფოკუსირებული იმ საკითხებზე, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ მისი მზადყოფნისთვის, დაგვეხმაროს, და მისი მკაფიო პოზიციისთვის.
პირველი: ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელი სისტემები, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

მეორე: რუსული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების შესახებ ადრეული შეტყობინება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მესამე: Starlink/Starshield-ის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, რომელიც აღდგენას საჭიროებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ამ საშინელი ომისა და ადამიანების უწყვეტი მკვლელობის დასასრულებლად მიმართული ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე.
ჩვენ შევთანხმდით, რომ მალე ისევ დავუკავშირდებით ერთმანეთს განახლებული ინფორმაციის მისაღებად. მადლობა მარკოს კონსტრუქციული განხილვისთვის! მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც მხარს უჭერს სამართლიან მიდგომებს!" - წერს ზელენსკი.

დღის ამბები