შავი ზღვის აუზში ქართული პორტების დატვირთვა და საქართველოზე გამავალი სავაჭრო მარშრუტები - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, დადებითი დინამიკა ციფრებში უკვე ასახულია.
"საქსტატის" მიერ დათვლილი მაჩვენებლები რეკორდულია. ბოლო 9 თვეში, სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა. საუბარია 20 მილიარდ 535 მილიონ დოლარზე. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 60%-ს აჭარბებს. 5%-ით არის მომატებული იმპორტის დინამიკა. ბოლო 9 თვეში, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი.
საგარეო ვაჭრობაში რეკორდულ მონაცემებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, სადაც მთავარ აქცენტს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და წარმოების გაფართოებაზე აკეთებენ.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ექსპორტი, მზარდ დინამიკას აჩვენებს. ანალიტიკოსების განცხადებით, ეკონომიკის ზრდა ვაჭრობაშიც დინამიკურად აისახება.
საგარეო ვაჭრობის მონაცემების პარალელურად, "საქსტატი" თვის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ოფიციალურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.