20 ოქტომბერი 2026,   16:56
ვრცლად
არ აქვთ აბსოლუტურად მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი არ ატარებენ მათ ინტერესებს - აკაკი ალადაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს საგარეო უწყება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე შეშფოთება გამოთქვა.

პარალელურად, სარჩელის განხილვამდე 1 დღით ადრე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.  

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური არგუმენტებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, საკუთარ ხალხს ვეღარ ესაუბრება და დახმარებას ისევ ელჩებს და გარე აქტორებს სთხოვს.

"ოპოზიციას აქვს განულებული მხარდაჭერა და ეს ბოლო კვლევებში ჩვენ ვნახეთ. მათ არა აქვთ აბსოლუტურად მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, იმიტომ, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი არ ატარებენ მათ ინტერესებს. მეორე - მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ატარებენ გარედან დავალების გამცემების ინტერესებს და მესამე - მიუთითებს იმას, უკვე ეს ელჩებს შეეხებოდა, რომ სამწუხაროდ, ეს, რაც ვახსენე ცოტა ხნის წინ, აღარ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, აღარ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ისინი უკვე მერამდენედ არღვევენ ვენის კონვენციას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ელჩებს, რომ არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში და აწარმოონ მხოლოდ მათი დიპლომატიური საქმეები, მათ უგულებელყოფილი აქვთ აბსოლუტურად საერთაშორისო სამართალი, ვენის კონვენცია და ერევიან უკვე მერამდენეჯერ ჩვენს შიდა საქმეებში", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.

დღის ამბები