22 ოქტომბერი 2026,   06:49
ვრცლად
გადამწვარი ქუჩები, განადგურებული ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურა - "კურიერი" პარიზის მოვლენების ეპიცენტრში

"კურიერი" პარიზის მოვლენების ეპიცენტრშია. ვითარება ქალაქში ქაოსის და მასობრივი არეულობის შემდეგ - გადამწვარია ქუჩები, განადგურებულია ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურა. საფრანგეთის ხელისუფლებამ უმკაცრესო ზომები აამოქმედა.

ქვეყნის დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი დაწესდა. ძალადობის ფაქტებზე 2 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათი საქმეები ორგანიზებული დანაშაულის მუხლით გადაკვალიფიცირდება.

პროტესტის შედეგები მძიმეა, საავადმყოფოებში მოხვდა ასობით აქტივისტი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები. ერთმა არასრულწლოვანმა თვალი, მეორემ კი კიდური დაკარგა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

"აქციებზე ჩვენს წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. შოკირებული ვარ ნგრევისა და ძალადობის მასშტაბით", - განაცხადა საჯარო მოხელემ მარი პეირენმა.

დღის ამბები