21 ოქტომბერი 2026,   02:35
ვრცლად
"თანხმობა ახალი საქართველოსთვის" - ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

"თანხმობა ახალი საქართველოსთვის" - ასე ჰქვია ახალ საზოგადოებრივ პლატფორმას, რომლის პრეზენტაციაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ორგანიზაცია მთავარ მიზნად ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის შემუშავებას ასახელებს. შეიქმნება სპეციალისტებისგან შემდგარი დარგობრივი სამუშაო ჯგუფები. განვითარების დარგობრივი და რეგიონული გეგმების გარდა, ორგანიზაცია აპირებს წარმოადგინოს ინიციატივები და რეფორმის მოდელები.

"ჩამოვაყალიბეთ საზოგადოებრივი ინტელექტუალური პლატფორმა, რომელსაც აქვს ორი მიზანი. პირველი გახლავთ ის, რომ შემუშავდეს საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმა, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით და მეორე - მნიშვნელოვანი ასევე თავად პროცესი, ამ პროცესის დროს შესაძლოა დაიბადოს მნიშვნელოვანი პროექტები, მნიშვნელოვანი იდეები და ჩვენ ვსახავთ მიზნად, რომ კომპეტენტური სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნას ქვეყნის განვითარების ის მოდელი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული საარჩევნო ციკლებზე", - აცხადებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი  ირაკლი გოგავა.

დღის ამბები