20 ოქტომბერი 2026,   16:04
ვრცლად
ექსპერტები პანდემიით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ

პანდემიით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარებაზე ამახვილებენ ყურადღებას ექსპერტები. სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია დროულად მოხდეს ქვეყანაში ტურიზმის გახსნა.

"ვერც პანდემიას გავუმკლავდით და ეკონომიკური პრობლემებიც წამოგვეწია ამასობაში, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. მეორე ე.წ. ლოკდაუნი არც დასრულებულა, კომენდანტის საათი გრძელდება და ბიზნესს ვერ მიეცა მუშაობის საშუალება ისე, რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოს. ასევე გაჩერებულია ფაქტობრივად ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და თუ ჩვენ დროულად არ ჩავატარეთ ვაქცინაცია და არ გავხსენით ქვეყანა და ეკონომიკა მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს," - აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

IRI-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით - გამოკითხულთა 76% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გაუარესებულად მიიჩნევს. მოქალაქეების 65%-ის აზრით, პანდემიამ უმუშევრობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად აქცია.

დღის ამბები