26 თებერვალი 2021,   22:27
ვრცლად
B-117 - დადგინდა, რომ COVID-19-ის მუტირებული ვერსია უფრო სწრაფად ვრცელდება და სავარაუდოდ უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს

COVID-19-ის მუტირებული ვერსია, რომელსაც B-117 უწოდეს, დადგინდა, რომ სწრაფად გავრცელებასთან ერთად სავარაუდოდ უფრო მძიმე შედეგებს იწვევს. ჯერჯერობით, ვირუსის ახალი ვერსია ინგლისში დომინირებს, დაინფიცირებულთა რაოდენობა - ადრინდელზე 70%ით მეტია, იმატა გარდაცვალების ფაქტებმაც. ახალი შტამი პირველად სწორედ ლონდონში გამოჩნდა და მალევე არსებული ვაქცინების B-117-ზე ვარგისიანობის კვლევაც ჩატარდა, უკვე ცნობილია, რომ Pfaizer-ი და AstraZeneca ახალ ვერსიას ისევე ამარცხებს როგორც ძველს.

Pfaizer-ისა და AstraZeneca-ს ეფექტურობაზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც, რომელიც მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები და რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ მუტირებული ვირუსი უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.  

ბრიტანეთში გამოვლენილი COVID-19-ის მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც - თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევაა,რაც ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მიზეზი ჩაკეტილი საზღვრებია.

მართალია B-117 იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ძველი შტამები, თუმცა ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ის საქართველოში ახალ კრიზისს ვერ შექმნის, რადგან ქვეყანა ვაქცინის შემოტანისთვის უკვე ემზადება და კოვაქს პლატფორმის პასუხის მოლოდინშია, რომ თებერვლიდან მოსახლეობის აცრები დაიწყოს, პირველ ეტაპზე 1.5 მილიონი დოზის შემოტანა იგეგმება რაც მოსახლეობის 20 %-ია. სულ 60 % უნდა აიცრას. 

დღის ამბები