26 თებერვალი 2021,   23:20
ვრცლად
თუ გამოვგლეჯთ "ოცნებას" იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში შევალთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ მზად არის პარლამენტში შესასვლელად. ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერში" იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრის შემთხვევაშიც "მოქალაქეები" პარლამენტში შევლენ.

"ჩვენ არავის არაფერს შევეკითხებით, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ჩვენ თუ გამოვგლეჯთ იმას "ქართულ ოცნებას" რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ პარლამენტში შევალთ. ქვეყნისთვის არის კარგი, რომ საქართველოში ისტორიაში არ ყოფილა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში. "ქართულ ოცნებას" ცალკე არ ველაპარაკებით, ღიად ვეუბნებით, ცალკე ელაპარაკები მაშინ, როცა რაღაცაზე გარიგებაში შედიხარ. კიდევ ვიმეორებ, ყველანაირ შეხვედრას კამერების წინ ჩავატარებთ.

მე მიმაჩნია, რომ 4 პუნქტის გამოგლეჯვა, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხება და ამ შედეგის მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშნვა, ეს არის ოპოზიციის წელში გამართვა,"-აცხადებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი.

დღის ამბები