27 იანვარი 2021,   05:45
ვრცლად
გურიის გუბერნატორი სოფელ ბუკნარის მოსახლეობას მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია სოფელ ბუკნარის მოსახლეობას მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის გუშინდელი შეხვედრისას მოხდა შეთანხმება, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება მუსლიმ მოსახლეობას და ისინი ლოცვას გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. 

ზურაბ ნასარიას თქმით, ის ყოველთვის მზად არის ადგილობრივებთან დიალოგისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაძაბულობა.

შეგახსენებთ, ვითარება გურიაში გუშინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოფელ ბუკნარის ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ მუსლიმი მოსახლეობის სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს, მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა და სოფელში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. რის შემდეგაც მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა.

დღის ამბები