16 იანვარი 2021,   19:51
ვრცლად
ქუთაისში მიკროსაფინასნო ორგანიზაციის ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქუთაისში მიკროსაფინასნო ორგანიზაციის ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულების ადვოკატის არჩილ ნიჟარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს საქმესთან შემხებლობა არ აქვთ და თავს უდანაშაულოდ ცნობენ.  

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის და ძვირფასი ნივთები არის ოჯახის საკუთრება. ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ. იარაღები ნამდვილად მისია, რადგან ეს ადამიანი ხელოსანია. რაც შეეხება ნარკოტიკს, ის ჩაუდეს," - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.

მისი თქმით, დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მომხდარზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავეები ორი დღის წინ დააკავეს.

დღის ამბები