24 ნოემბერი 2020,   22:52
ვრცლად
პოლიციამ "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა გამოკითხა

"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის გამოკითხვა პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქმე ეხება ლისზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ავთანდილ წერეთლის თქმით, მასთან ორი უცნობი, სპორტული აღნაგობის პიროვნება მივიდა და დაემუქრა.

წერეთელი თავდამსხმელებს არ იცნობს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთნ ერთად იმყოფრებოდა.

პოლიციაში ოქმის შესადგენად დაიბარეს მისი შვილი, ვატო წერეთელიც. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს სწორედ მან შეატყობინა.

მამა-შვილს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს და ამბობენ, რომ მომხდარის უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

დღის ამბები