24 ნოემბერი 2020,   22:03
ვრცლად
მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის 12 რესტორანი 10 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის, 12 რესტორანი დაჯარიმდა, 3 შემთხვევაში კი დარღვევის განმეორების გამო, სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.

"შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და 3 ობიექტის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო," - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

დღის ამბები