31 ოქტომბერი 2020,   05:48
ვრცლად
პაციენტი მზარდი გულსისხლძარღვთა უკმარისობის ფონზე დაიღუპა - ექიმი COVID-19-ით დღეს გარდაცვლილ 41-ე პაციენტზე

საქართველოში დღეს კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარა.

ორივე დაღუპული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, პაციენტს კორონავირუსის გარდა უამრავი მწვავე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო და გულის მძიმე დაავადებები ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

"შემოსვლისთანავე მძიმე იყო პაციენტის მდგომარეობა. მას ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ მზარდი გულსისხლძარღვთა უკმარისობის ფონზე პაციენტი დაიღუპა,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები