22 ოქტომბერი 2020,   11:27
ვრცლად
ექიმების საქმე: მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა - ვახტანგ ყიფიანს 50 000 ლარიანი გირაო შეეფერდა

საქალაქო სასამართლოში ექიმების საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ვახტანგ ყიფიანის ადვოკატის მოთხოვნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა. შესაბამისად, ვახტანგ ყიფიანს გირაოს სახით 50 000 ლარი შეეფარდა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ექიმს მაგდა ხოჭოლავას, მისი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გირაოს მოითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ხოჭოლავასათვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღეს საქალაქო სასამართლოში ექიმების საქმეზე სხდომა გაიმართა. საქმე ეხება 25 წლის ნათია ცირეკიძეს, რომელიც, ბოლო 2 წელია, სწორედ ყიფიანის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს კი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები