20 ოქტომბერი 2020,   11:11
ვრცლად
გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

"ქართული ოცნების" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბეთის, დიდგორის, თონეთის, ქვედა და ზედა მანგლისის მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

გოგი მეშველიანის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება მიმდებარე სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაც.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები