29 ოქტომბერი 2020,   22:00
ვრცლად
ფოთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის განცხადებით, ინფიცირების წყაროს თბილისისა და ბათუმის კლასტერები წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს ინფიცირებულების ახლო კონტაქტების მოკვლევა.

"დილის მონაცემებით, გვაქვს 4 დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა წყაროებიდან ერთი თბილისს უკავშირდება, მეორე - ბათუმის კლასტერს. თვითიზოლაციაში იმყოფება 43 ადამიანი, აქედან 2 არის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის, მდგომარეობა კონტროლირებადია და სტაბილური. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,"- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

დღის ამბები