22 ოქტომბერი 2026,   19:28
ვრცლად
მერცის განცხადებით, ევროკავშირში, საპროტესტო აქციების დროს ძალადობა არცერთი მხარისთვის გამოსავალი არ უნდა იყოს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირში, საპროტესტო აქციების დროს ძალადობა არცერთი მხარისთვის გამოსავალი არ უნდა იყოს.

"ყველა ვხედავთ საპროტესტო აქციებს რეგიონში, რეგიონის მასშტაბით და ჩვენს ქვეყნებში. ეს პროტესტები, ძვირფასო კოლეგებო, მკაფიო გზავნილს გვაწვდის - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მისგან სარგებელს იღებდნენ", - განაცხადა მერცმა.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობას დემოკრატიულ ქვეყნებში ადგილი არ აქვს და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

"როდესაც ევროკავშირში ან რეგიონში, პროტესტებს ვაწყდებით, ძალადობა არასდროს არ უნდა იყოს ვარიანტი არცერთი მხარისთვის. განხეთქილების რიტორიკა ან მზარდი პოლარიზაცია არ მიგვიყვანს უფრო უსაფრთხო, თავისუფალი და აყვავებული ევროპისკენ და ისტორია არ იქნება კეთილგანწყობილი მათ მიმართ, ვინც ამ რთულ დროს საზოგადოებებს ყოფს", - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

დღის ამბები