23 ოქტომბერი 2026,   15:26
ვრცლად
პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას - ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიზანიც ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ისე დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მიმდინარეობას.

"ფაქტია, როდესაც გახმაურდა "ასავალ-დასავალის" მიერ გავრცელებული ტყუილები, რომელსაც მონდომებით ასაჯაროებდნენ და პოპულარიზაციას უწევდნენ, ნათელი გახდა, რომ სერიოზულ დეზინფორმაციაზე გვქონდა საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, პროკურატურამ, საკითხის მოკვლევიდან გამომდინარე, აღმოაჩინა და სასამართლოზე დაამტკიცებს, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და აღნიშნულ საკითხზე, მეზობელ ქვეყანასთან ამ საკითხზე თანამშრომლობას.

იმ მავნებლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კონკრეტული სამართლებრივი შეფასება აქვს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ უკვე კონკრეტული საქმე წამოიწყო", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები