გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს ეხმაურება.
"გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ.
ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა. პროცესით შეშფოთება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკლას ვაგნერმაც.