UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაბრუნება ვერ შეძლო.
ხუთრაუნდიანი მძიმე და პრინციპული დაპირისპირება მსაჯთა გადაწყვეტილებით დვალიშვილის დამარცხებით დასრულდა.
ორთაბრძოლის პირველივე წუთებიდან ქართველი მებრძოლი აქტიურად ცდილობდა ინიციატივის ხელში ჩაგდებას, საკუთარი ტაქტიკის გამოყენებას და მეტოქეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნებას.
დვალიშვილი ტრადიციულად ბოლო წამამდე იბრძოდა და ოქტაგონზე მაქსიმალური დატვირთვით იხარჯებოდა, თუმცა მსაჯებმა საბოლოო უპირატესობა მეტოქეს მიაკუთვნეს.
ეს დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება იყო.
პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2025 წლის დეკემბერში გამართულ რევანშში კი რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მერაბს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი მებრძოლის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე" გაიმართა.