საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მომიტინგეთა ნაწილი კი სამართალდამცველებს თავს ესხმის და ბარიკადებს აწყობს.
ქალაქ ბორდოში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში და მილანში, სადაც საპროტესტო აქციები იყო დაგეგმილი პოლიციის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები აჩერებენ და ჩხრეკენ მოზარდთა ჯგუფებს, რათა ხელი შეუშალონ საპროტესტო აქციისთვის ხალხის შეკრებას.


