23 ოქტომბერი 2026,   14:29
ვრცლად
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სამშობლოს ღალატისთვის დაკავებული "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, დიტო ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ჩუბინიძემ არაერთხელ სცადა ლაზარე ჯორბენაძის უკვე დადასტურებული თვითმკვლელობის ფაქტის მკვლელობად გასაღება. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული ავითარებდა გამოგონილ ვერსიას, თითქოს ჯორბენაძე შურისძიების ნიადაგზე მოკლეს, რადგან ის სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა.

სისხლის სამართლის საქმეში დევს გამოძიების ფარგლებში გამოკითხული ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება, სადაც ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს და დანაშაულს გამორიცხავს.

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები