24 ოქტომბერი 2026,   04:55
ვრცლად
სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი, სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სამმხრივი მოლაპარაკების შესახებ განაცხადა, რომ შეთანხმებების მიღწევის შემდეგ, მიზანი უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი კონტაქტები.

ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ,"- განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის შუამავლობით კიევი და მოსკოვი სამმხრივი ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. მიზანი ომის დასრულება და სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისთვის მომზადებაა.

დღის ამბები