გურიის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 2026 წელს, 41 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, ჯამში, 418 პროექტი დაფინანსდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე არსებული გამოწვევები განიხილეს.