24 ოქტომბერი 2026,   20:57
ვრცლად
ახალი რეკრეაციული სივრცე ორხევის დასახლებაში - 2 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოსასვენებელი სივრცე, პავილიონი და ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო

ახალი რეკრეაციული სივრცე ორხევის დასახლებაში - თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის ნომერ 2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოსასვენებელი სივრცე, პავილიონი და ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა და გამწვანდა ხე-მცენარეებით.

სამუშაოები უსახური ნაგებობებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ განხორციელდა. დაიშალა ტერიტორიაზე არსებული წყლის რეზერვუარიც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა.

დღის ამბები