არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას "განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო" გადასცა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"22 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას, გადასცა "განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.